spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იენს სტოლტენბერგი – ეს გახლავთ ძალზე სერიოზული შეტევა, ეს არის მშვიდობიან, სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყანაზე შეტევა

ჩვენ ჯერ არ გვაქვს ზიანის შეფასების მონაცემები, მაგრამ ეს გახლავთ ძალზე სერიოზული შეტევა. ეს არის მშვიდობიან, სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყანაზე შეტევა. ეს გახლავთ დროისა და მასშტაბის ომი, რომელიც ვფიქრობდით, რომ უკვე ისტორიის ნაწილი იყო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ფაქტია, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრა განხორციელდა.

 

“ვნახეთ, რომ თავის გეგმებს არ გადაუხვიეს. იმ კვირების და თვეები განმავლობაში, როდესაც ამბობდნენ, რომ გეგმები არ გააჩნიათ უკრაინაში შეჭრაზე, მაშინ ჰქონდათ ასეთი გეგმები. მათ მოახდინეს მობილიზაცია მთელი თავისი ძალებისა ერთი ნათელი მიზნით, ეს იყო უკრაინაში შეჭრა. ამის მიუხედავად, მსოფლიო საზოგადოებას გვეუბნებოდნენ, რომ გეგმები არ გააჩნდათ უკრაინაში შეჭრისა. დიახ, გეგმები გააჩნდათ და ვხედავთ, რომ ისინი სერიოზულად იყვნენ განწყობილი იქ შეჭრისთვის და არ იყვნენ სერიოზულად განწყობილნი დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელებისთვის. 

 

ჩვენ ვხედავთ სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში მრავალი მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალები მონაწილეობენ აღნიშნულ შეტევებში. ჩვენ ჯერ არ გვაქვს ზიანის შეფასების მონაცემები, მაგრამ ეს გახლავთ ძალზე სერიოზული შეტევა. ეს არის მშვიდობიან, სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყანაზე შეტევა. ეს გახლავთ დროისა და მასშტაბის ომი, რომელიც ვფიქრობდით, რომ უკვე ისტორიის ნაწილი იყო, მაგრამ ის დაბრუნდა რეალურად და ტანჯვა მოუტანა უდანაშაულო ადამიანებს უკრაინაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები