არ ვაპირებ პუტინთან საუბარს, ის აგრესორია, მან დაიწყო ეს ომი და ახლა შედეგებისთვის მზად უნდა იყოს. მე არ მითქვამს, რომ სანქციები მას შეაჩერებდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისივე თქმით, პირადი სანქციები პუტინისთვის მაგიდაზეა განსახილველად.
“სანქციების ეფექტს დრო სჭირდება. პუტინის პირადი სანქცირება მაგიდაზეა განსახილველად”, – აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე ისაუბრა.
აშშ-მა სანქციები დაადო რუსეთის კიდევ ორ უმსხვილეს ბანკს, მათ შორის VTB ბანკს და გააფართოვა კორუმპირებული რუსული პოლიტიკური ელიტისა და მილიონერების ოჯახის წევრების წინააღმდეგ სანქციები.