spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გაანეიტრალეს დივერსანტები, რომლებიც კიევში უკრაინის შეიარაღებული ძალების მანქანებით შეიჭრნენ

კიევში გაანეიტრალეს დივერსანტები, რომლებიც უკრაინის დედაქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მანქანებით შეიჭრნენ.

 

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

 

მისივე ინფორმაციით, ერთი საათის წინ ოკუპანტებმა უკრაინის შეიარაღების ძალების მანქანები ჩაიგდეს ხელში და კიევის ცენტრისკენ სწრაფი სიჩქარით დაიძრნენ. მათ უკრაინელი სამხედროების ფორმა ეცვათ. 

 

მათთან ერთად მოძრაობა ოკუპანტების სამხედრო ტექნიკა.

 

მალიარის თქმით, ავტომანქანები იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების იდენტური.

 

ამ დროისთვის საფრთხე განეიტრალებულია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები