ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი ამომრჩეველი გააქტიურდეს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
“ვერთიანდებით ადამიანები, რომლებსაც წარსული არ გვაკავშირებს. შეიძლება, განსხვავებული ბიოგრაფიის ხალხი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ გვაკავშირებს მომავალი, ამ სახელმწიფოს მომავალი.
ჩვენ ვართ გაცილებით მეტი, ვიდრე გვგონია, რომ ვართ. ჩვენ გვიხარია, ოპოზიციურად განწყობილნი რომ ვართ ბევრნი, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი ამომრჩეველი გააქტიურდეს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერები ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.