უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მსოფლიოს მოუწოდებს, სრულ იზოლაციაში მოაქციოს რუსეთი, გააძევონ ელჩები და გაანადგურონ მისი ეკონომიკა.
ამის შესახებ კულება Twitter-ზე წერს და დანგრეული საცხოვრებელი სახლის ფოტოს აქვეყნებს.
“კიევმა, ჩვენმა საოცარმა და მშვიდობიანმა ქალაქმა რუსეთის ქვეითი ძალებისა და რაკეტების კიდევ ერთი თავდასხმა გადაიტანა. ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხდა. მოვითხოვ მსოფლიოსგან, სრულ იზოლაციაში მოაქციოს რუსეთი, გააძევონ ელჩები, დააწესონ ემბარგო ნავთობზე, გაანადგურეთ მისი ეკონომიკა. შეაჩერეთ რუსეთის სამხედრო დამნაშავეები“, – წერს კულება.