spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა გოგოლაშვილი – საბოლოო ჯამში, ნატო შეიყვანს ჯარს უკრაინაში

ნელ-ნელა მოხდება ალბათ, ნატოს წევრი ქვეყნების შეზღუდული კონტიგენტის შეყვანა უკრაინის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ  Front News-ს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა,  რონდელის ფონდის მკვლევარმა  კახა გოგოლაშვილმა განუცხადა. 

 

მისი განმარტებით, პირველ ეტაპზე ნატოს კონტიგენტი საომარ მოქმედებებში არ ჩაერთვება და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას დაიცავს.

 

“ვფიქრობ, საბოლოო ჯამში,  ნატო შეიყვანს ჯარს უკრაინაში, ეს მოხდება ალბათ, დასავლეთ უკრაინაში ძირითადად.  ეს იქნება  ძალიან სერიოზული მხარდაჭერა. ჯერჯერობით არ ჩაერთვებიან საბრძოლო მოქმედებებში, მაგრამ დაიცავენ ინფრასტუქტურას, საჰაერო დანადგარებს, აეროდრომებს, რომ შესაძლებელი იყოს უკრაინისათვის როგორც ჰუმანიტარული, ასევე სამხედრო დახმარების ქმედითი დახმარების გაწევა“, –  განაცხადა გოგოლაშვილმა. 

 

მისივე თქმით,  კიევი რომც დაეცეს, ეს ბრძოლის დასასრული არ იქნება. 

 

“კიევი რომც დაეცეს, რომც აიღონ რუსეთმა, საბოლოო ჯამში,  ნატო აუცილებლად დაეხმარება უკრაინას  ძალების გადაჯგუფებაში, ახალი სამხედრო გეგმების შედგენაში. ორგანიზაციულ დახმარებას ასევე სადაზვერვო დახმარებას აუცილებლად გაუწევს. მთავარია, ჯარი გადარჩეს, შეიძლება

 

ტაქტიკურად უკან დაიხიოს რაღაც პოზიციებიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში შეინარჩუნოს წონაღმდეგობის უნარი“,  – განაცხადა გოგოლაშვილმა.  მისივე თქმით, სავარაუდოდ, 2 კვირაში რუსეთი უკვე მწვავედ იგრძნობს სანქციების შედეგებს. 

 

“უკვე ორ კვირაში სანქციების საშინელ ზემოქმედებას  უკვე იგრძნობს მთელი რუსეთი, მათ შორის პირველ რიგში ფინანსური სექტორი და ბიზნეს სექტორი. მე ასე მგონია, თუ გაგრძელდა ერთი 2 კვირა ომი, რუსეთი საერთოდ საბარათო სისტემაზე გადავა“- განაცხადა გოგოლაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები