უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში დღეს კიდევ 1-დან 3 კილომეტრამდე დაწინაურდნენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, შეტევითი ჯგუფები ბრძოლას განაგრძობენ.
“ჩვენ გვაქვს გარკვეულ მიმართულებით პროგრესი 1-დან 3 კილომეტრამდე. ბრძოლა ასევე გრძელდება ფრონტის მთელ ხაზზე და მთლიანობაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, – განაცხადა სირსკიმ.
მან ასევე მოახსენა პრეზიდენტ ზელენსკის, რომ გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალევი უკვე შეუდგა კურსკის ოლქის კომენდანტის მოვალეობის შესრულებას.
“ჩვენ ვაგრძელებთ გაცვლის ფონდის შევსება. ახლა ბრძოლებია მალაია-ლოკნიას რაიონში, იმედი მაქვს, ბევრ ტყვეს ავიყვანთ“, – აღნიშნა სირსკიმ.
6 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში სპეცოპერაცია დაიწყეს. ამ ხნის განმავლობაში უკრაინამ უკვე აიღო კონტროლი კურსკის ოლქის 82 დასახლებაზე (1150 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია).
იქვე შეიქმნა სამხედრო კომენდატურა, რომელსაც გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალევი ხელმძღვანელობს.