spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროკავშირი უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს

ევროკავშირის წევრი ცალკეული ქვეყნები უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემენ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

 

“რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ იარაღის, მოიერიშე, საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას. ჩვენ ვაპირებთ საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას კი. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ საბრძოლო მასალაზე. ჩვენ ვაძლევთ უფრო მნიშვნელოვან იარაღს ომში გასაგზავნად”, – განაცხადა ბორელმა.

 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირს სთხოვა, რომ უკრაინას სჭირდება გამანადგურებლები და საბრძოლო თვითმფრინავები. 

 

”ჩვენ ვიცით, რა ტიპის თვითმფრინავებზეა საუბარი და ზოგიერთ წევრ ქვეყანას აქვს ასეთი თვითმფრინავები”, – აღნიშნა ბორელმა.

 

მისივე თქმით, ეს დახმარება უკრაინას დასავლეთ საზღვრის გავლით მიეწოდება.

 

გარდა ამისა, ბორელის თქმით, ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ დაეხმარონ კიევს 450 მილიონი ევროს ოდენობით.

 

“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის არმიას 450 მილიონი ევროს ღირებულების ლეტალური იარაღი მივაწოდოთ“, – განაცხადა ბორელმა.

 

მისი თქმით, უკრაინას არალეტალური იარაღის, საწვავის და დამცავი აღჭურვილობისთვის დამატებით 50 მილიონი ევრო გამოეყოფა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები