“მზად ვართ, უკრაინელ ხალხს სამედიცინო დახმარება გავუწიოთ” – ამის შესახებ “მედგიდის” დამფუძნებელმა და ენმ-ის წევრმა სოფო ჯაფარიძე საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ექიმები უკრაინაში წასვლის სურვილს გამოთქვამენ.
“დღეს, რუსეთი და პუტინი არ ებრძვის მხოლოდ უკრაინას, ისინი გვებრძვიან ჩვენ, ებრძვიან მთელ სამყაროს. რამდენადაც ცნობილი გახდა, უკრიანაში შეიქმნა დიდი დეფიციტი სამედიცინო პერსონალის. შევიკრიბეთ ექიმთა ჯგუფი და მზად ვართ, ფიზიკურად დავუდგეთ უკრაინელ ხალხს გვერდით.
მიმდინარეობს ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკება და იმედი გვაქვს, რომ არაფერი შეგვიშლის ხელს გავუწიოთ სამედიცინო დახმარება უკრაინელებს. ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.