უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები უკრაინის პრეზიდენტმა სოციალური ქსელით გაავრცელა.
“ახლახანს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა ისტორიულ დოკუმენტს – ევროკავშირში უკრაინის წევრობაზე განაცხადს. უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან სტეფანჩუკთან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შმიგალთან ერთად. ასევე, ხელმოწერილია ერთობლივი განცხადება.
დოკუმენტები უკვე ბრიუსელისკენ გზაშია“, – წერს პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fzelenskiy.official%2Fposts%2F3020865408163815&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”665″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>