ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსმა დამპყრობლებმა ხარკოვის ცენტრი და საცხოვრებელი მასივები ცინიკურად „გრადით“ და ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს.
„ძვირფასო ხარკოველებო, დღეს მტერმა დაიწყო ხარკოვის ცენტრის და საცხოვრებელი მასივების დაბომბა „გრადის“ სისტემიდან და ფრთოსანი რაკეტებით. სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობა დგინდება“, – განაცხადა სინეგუბოვმა.
მისივე თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა უკრაინელი ხალხის გენოციდია.