spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერმან საბო – მინდა, ირაკლი ქადაგიშვილმა ბოდიში მოუხადოს ყველა იმ ახალგაზრდას, ვისაც ბიუროს სხდომაზე შეურაცხყოფა მიაყენა

“მინდა, რომ ირაკლი ქადაგიშვილმა ბოდიში მოუხადოს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც გუშინ შეურაცხყოფა მიაყენა –  ეს ადამიანები ქმნიან იმ რესურსს, რომლით გადახდილი გადასახადებით შემდეგ თქვენ, ჯარისკაცებიც, სახელმწიფო სტრუქტურებიც განაგრძობთ არსებობას“,- ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

დეპუტატი გუშინ ბიუროს სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

 

“ბიუროს სხდომაზე ირაკლი ქადაგიშვილმა, შელაპარაკების დროს, ის ათობით ათასი ახალგაზრდა, რომელმაც კარგად გაიაზრა, თუ რას ნიშნავს სავალდებულო „საყარაულო“ სამსახური და ჩვენი დახმარებით, თავი აარიდა, დეზერტირებად მოიხსენია. მაინტერესებს, რამდენი თქვენი ოჯახის წევრი არის ნამყოფი სავალდებულო „საყარაულო“ სამსახურში? მგონია, რომ ძალიან ცოტა იქნება ასეთი. ამ თემაზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ზუსტად ვიცი, რაზე ვსაუბრობ – ნამყოფი ვარ, გავლილი მაქვს ის ერთწლიანი სისულელე, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა პატრიოტული მიზნებით, ხან რას ვეძახით ხან რას. მინდა, იმ ათეულობით ათასი ახალგაზრდის სახელით ვილაპარაკო, რომელმაც გაიაზრა, რომ ერთი წელი „ყარაულად“ წასვლა ეკონომიკურადაც, მორალურადაც და თავდაცვის მხრივაც დანაკარგი იქნებოდა როგორც მათი ცხოვრების, ასევე ქვეყნისთვის. ჯარისკაცობა მნიშვნელოვანი პროფესიაა, ოღონდ, ამ პროფესიას მოფრთხილებაც უნდა, რადგან ჯარისკაცი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც თვითონ უნდა იმ საქმის კეთება, თვითონ უნდა იარაღის ხელში აღება. ხოლო ყველა დანარჩენის საქმეა, ეს ადამიანები, ვინც ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს ცხოვრებაში, მოვამარაგოთ ტყვია-წამლით, აღჭურვილობით თუ სხვადასხვა რესურსებით. ეს ერთწლიანი „ყარაული“ ასევე, მორალურადაც არასწორია, რადგან თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ათეულობით ათასი ადამიანის იმედი გექნებათ,  რამე რომ მოხდეს, ვისაც გავლილი აქვს ეს ვითომ ჯარი და სინამდვილეში, ამ ადამიანების სამხედრო მომზადება ნულის ტოლია. აქედან გამომდინარე, მინდა, რომ ბატონმა ირაკლიმ ბოდიში მოუხადოს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც გუშინ შეურაცხყოფა მიაყენა. ეს ადამიანები ქმნიან იმ რესურსს, რომლით გადახდილი გადასახადებით შემდეგ თქვენ, ჯარისკაცებიც, სახელმწიფო სტრუქტურებიც განაგრძობთ არსებობას“,- განაცხადა ჰერმან საბომ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები