spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – ისტორიული სირცხვილი ვჭამეთ, თაობები დაჭირდება იმის ჩამორეცხვას, რაც ღარიბაშვილმა ქვეყანას დამართა

თაობები დაჭირდება ამ სირცხვილის ჩამორეცხვას, რაც ღარიბაშვილმა ქვეყანას დამართა, – ამის შესახებ Front News-ს ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.

 

მისი თქმით, ამ ისტორიული სირცხვილი ქვეყანას ისევ ხალხმა უნდა ჩამორეცხოს. 

 

“ისტორიული სირცხვილი ვჭამეთ, თაობები დაჭირდება ამ სირცხვილის ჩამორეცხვას, რაც ღარიბაშვილმა ამ ქვეყანას დამართა.  მთელი სამყარო არასწორად იგებს ღარიბაშვილის განცხადებებს, ზელენსკი არასწორად იგებს?!  მარტო ღარიბაშვილმა იცის ყველაფერი, 2 წიგნი არ აქვს წაკითხული, არ ვიცნობდე მაინც, გამოიყვანეს აქ ბრძენთაბრძენი. 

 

ამ  სირცხვილის ჩამორეცხვა არ იქნება მარტივი. ერთადერთი მაიმედებს ის, რომ იგივე ზელენსკიმ თქვა და ის ასე თვლის, რომ ქართველი ხალხი ბევრად სჯობს მის ხელისუფლებას და ის არ იმსახურებს ასეთ ხელისუფლებას. ახლა სიტყვა ხალხზეა”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები