spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსეი დანილოვი – განადგურებულია კადიროვის დაჯგუფება, რომელიც პრეზიდენტის ლიკვიდაციას გეგმავდა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია კადიროვის “ელიტური” დაჯგუფება, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მკვლელობას გეგმავდა.

 

“სპეცოპერაცია, რომელიც უშუალოდ კადიროველებს უნდა ჩაეტარებინათ ჩვენი პრეზიდენტის ლიკვიდაციისთვის, ჩვენთვის გახდა ცნობილი. შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომელთაც არ სურთ ამ სისხლიან ომში მონაწილეობა. ამის დამსახურებით, შემიძლია გითხრათ, რომ განადგურებულია კადიროვის კონკრეტულად ის ელიტური დაჯგუფება, რომელიც აქ გამოემგზავრა ჩვენი პრეზიდენტის ლიკვიდაციისთვის”, – განაცხადა დანილოვმა.

 

მისივე თქმით, ეს დაჯგუფება ორ ჯგუფად იყო გაყოფილი. ერთი ნაწილი გოსტომელში აიყვანეს, ხოლო მეორე “მიზანშია ამოღებული”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები