ევროპარლამენტმა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. შესაბამის გადაწყვეტილებას 676 წევრიდან 637-მა მისცა ხმა, 13 წინააღმდეგი იყო და 26-მა წევრმა თავი შეიკავა.
ამის შემდეგ, რეზოლუცია დასამტკიცებლად ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს გადაეცემათ.
ევროპარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი ასევე გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას.
გუშინ პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს ხელი მოაწერა, რის შემდეგაც, ევროკავშირმა განაცხადის განხილვის პროცედურა დაიწყო.
ამჟამად, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების სტატუსს ფლობენ ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი და თურქეთი.