უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პარტნიორებს მოუწოდებს, დახურონ უკრაინის საჰაერო სივრცე, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის მიერ მოკლული უკრაინელების სისხლი მათ კისერზე იქნება.
“ჩვენ ძალიან მკაფიოდ და მშვიდად ვეუბნებით ნატო-ში ჩვენს პარტნიორებს, შეგიძლიათ იფიქროთ რამდენიც გინდათ, როგორ აიცილოთ თავიდან რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირება, მაგრამ თუ ახლა არ დაგვეხმარებით მის შეჩერებაში, მაშინ პირდაპირი დაპირისპირება გარდაუვალი იქნება, რადგან შემდეგი თქვენ იქნებით.
ჩვენ ნათლად ვეუბნებით ამას ჩვენს პარტნიორებს: მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ, მაგრამ ახლა არის კონკრეტული საფრთხე, რომ ჩვენს მოქალაქეებს დახოცავენ ჰაერიდან… ამიტომ, თუ თქვენ არ გადადგამთ რადიკალურ ნაბიჯებს უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მაშინ ჩვენი დაღუპული მოქალაქეების სისხლი თქვენს კისერზე იქნება. თქვენი თავშეკავება და შემდგომი ნაბიჯების არგადადგმის სურვილი რუსეთს შესაძლებლობას აძლევს, დაუსჯელად განაგრძოს მკვლელობები“, – განაცხადა კულებამ.