spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – გამიხარდა, ასეთ რთულ დროში ჩემმა მეგობარმა და თანამებრძოლმა კობა ნაყოფიამ თავის თავზე მძიმე პასუხისმგებლობა აიღო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ევროპული საქართველოს” “ერთიანობის” პლატფორმასთან შეერთებას მიესალმება.

“ვუყურე “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პლატფორმის გაძლიერებას და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. გამიხარდა, ასეთ რთულ დროში ჩემმა მეგობარმა და თანამებრძოლმა კობა ნაყოფიამ თავის თავზე მძიმე პასუხისმგებლობა აიღო.

მივესალმები “ევროპული საქართველოს” შემოერთებას “ერთიანობის” პლატფორმაში. მინდა ყველას შევახსენო, 2016 წელს, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა “ნაციონალური მოძრაობის” არსებობა, სწორედ გიგი წერეთელმა გადაარჩინა ეს პარტია თავისი მხარდაჭერით.

შემდეგ მას ეჭირა ყველა ქართველ პოლიტიკოსზე მაღალი თანამდებობა საერთაშორისო დონეზე, იგი იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ხშირად აკეთებდა ჩემს მხარდამჭერ განცხადებებს.

ვულოცავ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობას” გაძლიერებასა და ვუსურვებ გამარჯვებას!” – წერს სააკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები