აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თელ-ავივში ჩავიდა.
ხვალ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელელ მაღალჩინოსნებთან გამართავს შეხვედრას, მათ შორის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.
მედიის ინფორმაციით, ისრაელში ვიზიტის შემდეგ ბლინკენი ეგვიპტეში გაემგზავრება. მიმდინარე კვირაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კაიროში გაიმართება.