spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი რუხაძე – ცის ჩაკეტვის შემთხვევაში მივდივართ უკვე რუსეთისა და ნატოს პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებასთან

ცის ჩაკეტვის შემთხვევაში მივდივართ უკვე რუსეთისა და ნატოს პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებასთან, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, სრულიად გასაგებია უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის  მოთხოვნა, რომ  ნატომ მოახდინოს უკრაინის “ცის დახურვა“, თუმცა თავის მხრივ, ნატოს პოზიციაც მარტივას ასახსნელია, რადგან ის ერიდება დაპირისპირების მასშტაბის გაზრდას, რაც კიდევ უფრო მეტი ადამიანის დაღუპვას გამოიწვევს. 

 

“ცის ჩაკეტვის შემთხვევაში მივდივართ უკვე რუსეთისა და ნატოს პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებასთან. აბსოლუტურად მესმის ზელენსკის,  მისი ამოცანაა თავისი სახელმწიფოსა და მოსახლეობის დაცვა. ნატოს ამოცანაა, თავისი წევრი ქვეყნების  დაცვა თავდასხმისაგან, შესაბამისად  ყველა თავის კომპეტენციაში იცავს თავის ინტერესს. 

 

ვფიქრობ, ნატო რომ ჩაერთოს პირდაპირ ამ დაპირისპირებაში, კიდევ  უფრო დიდი რამე უნდა მოხდეს,  ვიდრე ეს დღეს ხდება. ეს შეიძლება იყოს თუ უკრაინაში არსებული ომით საფრთხე ნატოს წევრი რომელიმე ქვეყნისათვის საფრთხის შექმნა. თავის მხერივ,  ნატოს ამ თავშეკავების ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ  მისი ჩართვის შემთხვევაში  კიდევ უფრო  მეტი ადამიანი დაიღუპება“, – განაცხადა რუხაძემ. 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ნატოსგან მოითხოვს მოახდინოს უკრაინის ცის დაცვა.  ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა განიხილეს უკრაინის თხოვნა, თუმცა მხარი არ დაუჭირეს. სტოლტენბერგის განმარტებით, უკრაინის საჰაერო სივრცის ჩასაკეტად ერთადერთი გზა არსებობს – ნატოს საჰაერო ძალებმა რუსეთის თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდოს, რაც ევროპაში სრულმასშტაბიან ომს გამოიწვევს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები