რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ბაქოში ჩავიდა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებებს გამართავს.
პუტინს ბაქოს აეროპორტში აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ ეიუბოვი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სამირ შარიფოვი დახვდნენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობა და პერსპექტივები, ასევე საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.
პუტინი აზერბაიჯანში ბოლოს 2018 წელს იმყოფებოდა.