spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე ნიკოლოზი – დიდი იმედი აქვს, რომ მოხერხდება მისი გათავისუფლება, უკრაინაში უნდა გამგზავრება

დიდი იმედი აქვს, რომ მოხერხდება მისი გათავისუფლება, უკრაინაში უნდა გამგზავრება, – ამის შესახებ  მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა რუსთავის ციხეში პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. კუმურდიოსა და ახალქალაქის მიტროლოლიტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ხანგრძლივი შიმშილობისა და ავადმყოფობის მიუხედავად, საბრძოლო განწყობაზეა. 

 

“როგორც ჩანს,  კოვიდი გადაიტანა და ახლა კარგად არის. მთლიანად გადართული არის უკრაინის საკითხზე, შესაბამისად,  მებრძოლი განწყობა  აქვს. ასეთი რამ მითხრა, რომ უკრაინელები ძალიან ელოდებიან მის გათავისუფლებას. დიდი იმედი აქვს, რომ მოხერხდება მისი გათავისუფლება. უკრაინაში უნდა გამგზავრება, რომ მხარში დაუდგეს იმათ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. 

 

მისი თქმით, ეკლესია მშვიდობისათვის ლოცულობს და ამ ომში ერთ მხარეს ვერ დაიჭერს. 

 

“სიღრმისეულად შევხედოთ მოვლენებს, საშინელი კატასტროფაა ეს ომი. ჯვარი გვწერია, რომ არ შეგვეხოს, მაგრამ აუცილებლად შეგვეხება. შეიძლება ბომბები არ ჩამოგვიყარონ ქვეყანაში, მაგრამ ეს ეკონომიკური კრიზისი, ფსიქოლოგიური წნეხი, აუცილებლად შეგვეხება. ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისათვის, ჩვენ ომში ერთ მხარეს ვერ დავიჭერთ“ , – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. 

 

პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე დღის წინ ტემპერატურის ცვლილება დაუფიქსირდა, რის გამოც მასთან მნახველების შესვლა შეიზღუდეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი 21 თებერვლიდან შიმშილობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები