spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანდრეი კასიანოვი – მთელ მსოფლიოში მსხვილი ბიზნესისთვის რეპუტაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული

მთელ მსოფლიოში მსხვილი ბიზნესისთვის რეპუტაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული, – ამის შესახებ  საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა რუსეთის ფედერაციისათვის ცივილიზებული სამყაროს მიერ დაწესებული სანქციების შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე  განაცხადა. 

 

მისი თქმით, უკრაინის დიპლომატია რუსულ აგრესიას უპირისპირდება ასევე სანქციებით, რომელმაც ზიანი უნდა მიაყენოს აგრესორის ქვეყნის ეკონომიკას.

 

“უკრაინული დიპლომატია აგრესიას ებრძვის თითოეულ დედაქალაქში რუსულ ეკონომიკაზე მაქსიმალური დარტყმების მისაყენებლად. ეს არის არა მხოლოდ ტერიტორიული და ფინანსური იზოლაცია, არამედ ყველა ბიზნესკავშირების გაწყვეტა, შედეგები მასშტაბურია. მსოფლიო რუსეთს უშვებს თავისი მიმართულებით, ასზე მეტი კომპანია უკვე არ აწარმოებს ბიზნეს რუსეთთან, მასტერქარდი და ვიზა გადის რუსეთის ბაზრიდან. 

 

მთელ მსოფლიოში მსხვილი ბიზნესისთვის რეპუტაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული. რუსეთის ფედერაციის დანაშაულზე დახუჭვით ხდები მისი დანაშაულის მონაწილე, არ უნდა გააკეთო ფული დიქტატურაში, რომელიც ანადგურებს მშვიდობიან ქალაქებს და კლავს ადამიანებს, ბომბავს უნივერსიტეტებს და ეკლესიებს“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა. 

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული დახმარება, რომელშიც საქართველო გვერდით უდგას უკრაინას.  „ეს არის ძალიან დროიული და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა“, – განაცხადა კასიანოვმა. 

 

როგორც მან აღნიშნა, უკრაინა აგრძელებს ბრძოლას რუსი აგრესორის მიმართ. 

 

“დღეს რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ომის 12-ე დღე. უკრინული დიპლომატიის მუშაობის წყალობით ჩვენმა საერთაშორისო დამხმარებამ მაღალ მოცულობებს მიაღწია. ეს არის ჩვენი პარტნიორების, ჩვენი მეგობარი ქვეყნების და ასევე ჩვენი დიასპორის მოქალაქეების დახმარება და არაგულგრილი უცხოელი მოქალაქეების აქტიურობის შედეგი.  

 

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები, აგრესორის ჯარებთან.  აგრესორი აგრძელებს სარაკეტო დარტმას, სროლებს,  ბრძოლებს უკრაინის ქალაქებზე, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულების მათ შორის ბავშვების, ასევე სხვადასხვა ობიექტების მიმართულებით. 
ყველა შეთანხმება, რომელიც იყო მიღწეული რუსეთის ფედერაციასთან, იყო უხეშად დარღვეული. ეს განსაკუთრებით ეხება მარიუპოლსა და ვოლნოვახაში ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობას. იმის  მიუხედავად, რომ ამ მოლაპარაკენებში შუამავალი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი იყო, რუსეთის ფედერაცია განაგრძობდა სროლებს ჩვენი ჰუმანიტარული ტვირთის, ასევე  მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვების მისამართით. 

 

როგორც თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, აგრესორს ელოდება საერთაშორისო ტიბუნალი. დღეს ჰააგაში დაიწყო მოსმენა საქმის „უკრაინა რუსეთის წინაღმდეგ“. 

 

საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გამომძიებელები უკვე მუშაობენ უკრაინის ტერიტორიაზე, ახორციელებენ სამხედრო დანაშაულისა და გენოციდის მტკიცებულებების შეგროვებას. უკრაინა დარწმუნებულია,  რომ რუსეთის ფედერაცია მიეცემა საერთაშორისო კრიმინალურ პასუხისმგებლობაში“,  – განაცხადა  კასიანოვმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები