spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანდრეი კასიანოვი – ხაზს ვუსვამთ რუსულ კომპანიებთან ბიზნესის წარმოების დაუშვებლობას

მადლობელი ვართ იმ განმარტებისთვის, რომელიც  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა, – ამის შესახებ  საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა სპეციალურ ბრიფინგზე  განაცხადა. 

 

მისი თქმით, უკრაინული მხარე მიუღებლად მიიჩნევს რუსეთთან ნებისმიერი ბიზნესის წარმოებას. 

 

“რაც შეეხება ქართულ-უკრაინული ურთიერთობის ცალკეულ ასპექტებს, ხაზი გავუსვა ერთ მომენტს. გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ინფორმაციაზე საკუთარ განცხადებაში  მოახდინა შესაბამისი.  ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს ქართველ პარტნიორებთან. 

 

მადლობელი ვართ იმ განმარტებისთვის, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თავი შევიკავოთ ნებისმიერი სპეკულაციისგან, ხაზს ვუსვამთ რუსულ კომპანიებთან ბიზნესის წარმოების დაუშვებლობას, რაც რუსეთს დამატებით რესურსებს აძლევს უკრაინის წინააღმდეგ სისხლისმღვრელი ომის საწარმოებლად“, – განაცხადა კასიანოვმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები