spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილმა დანიელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ორმხრივი ურთიერთობები და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერისკენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის მთავარი განსახილველი საკითხები.

 

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოსა და დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრებმა ყურადღება  დაუთმეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის. საუბრისას, ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ოფიციალური განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე და ამ პროცესში მოკავშირეების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ გზაზე დანიის სამეფო საქართველოს გვერდით იდგება. 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა დანიის სამეფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები