ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში “ქართული ლიგის” ფესტივალი გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა ქალაქისა და უნივერსიტეტის გუნდები მონაწილეობდა.
ფესტივალის გამარჯვებული ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „ქსუ“ გახდა. II ადგილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა „შერეკილი“ დაიკავა, ხოლო III ადგილზე ქედის მუნიციპალიტეტის გუნდი „ცოლიკაური“ გავიდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მონაწილეები კომპეტენტურმა ჟიურიმ – დავით ზაალიშვილი, შოთა გელაშვილი, ზვიად ბლიაძე, გიორგი გაბუნია, ნიკოლოზ მახვილაძე, დავით ლიკლიკაძე, შეაფასა. საღამოს კი ჯიმი აბესაძე უძღვებოდა.
ფესტივალს მერის მრჩეველი კულტურის დარგში გიორგი ბუგიანიშვილი, საკრებულოს დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.