spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იენს სტოლტენბერგი – მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება ომის დანაშაულია, ეს სრულიად მიუღებელია

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სანდო ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, რომ უკრაინაში სამოქალაქო პირები რუსეთის სამიზნეა.

 

“მოკავშირეები უკრაინას თავდაცვის ფუნდამენტური უფლების დაცვაში ეხმარებიან. საუბარია მილიარდობით ევროს ოდენობის მხარდაჭერაზე, საზღვრების გახსნასა და ლტოლვილებისთვის დახმარების გაწევაზე. ტანჯვა, რომელსაც ახლა უკრაინაში ვხედავთ, საშინელია. ეს ყველა ჩვენგანზე მოქმედებს.

 

პასუხისმგებლობა გვაქვს, უზრუნველვყოთ, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს და უკრაინის ფარგლებს გარეთ არ გავრცელდეს, რადგან ეს კიდევ უფრო საშიში, გამანადგურებელი და მომაკვდინებელი იქნება. სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს. იმისათვის, რომ მოსკოვში არასწორ გათვლებს ადგილი არ ჰქონდეს, ნატომ მნიშვნელოვნად გააძლიერა ჩვენი წარმომადგენლობა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

მისივე თქმით, უკრაინიდან 2 მილიონი ადამიანი გაიქცა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისია.

 

“ძალიან სარწმუნო ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები ევაკუაციის მცდელობისას ცეცხლის ქვეშ მოჰყვნენ. მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება ომის დანაშაულია. ეს სრულიად მიუღებელია. რეალური ჰუმანიტარული დერეფნები გვჭირდება. ჩვენ თვეების განმავლობაში ვაცხადებდით, რომ პრეზიდენტი პუტინი დიდ ფასს გადაიხდიდა უკრაინის წინააღმდეგ განახლებული აგრესიისთვის და ახლა ზუსტად ასეც ხდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები