Evolution Georgia-ს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. ადმინისტრაციული კორპუსი ბლოკირებულია. ადგილზე ვითარება რამდენჯერმა დაიძაბა.
როგორც გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, მათ ამ დრომდე კომპანიიდან არავინ დაკავშირებიათ.
გაფიცული თანამშრომლები მოითხოვენ, რომ პროცესებში ხელისუფლება ჩაერთოს. მათ ვადა 6 საათით მისცეს, რის შემდეგაც, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, გზის გადაკეტვას აანონსებენ.
“თვე-ნახევარია აქ ვდგავართ. ფინანსურად, ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად ძალიან გვიჭირს. აგრესიულები არიან. ხელისუფლებას არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. ადამიანები შიმშილობენ 7 დღეა და მათ პასუხისმგებლობა აქვთ, იმიტომ რომ, ამ ქვეყნის დასაქმებულები შიმშილობენ. ასევე დუმს კომპანიაც. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააკეთოს განცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით, მოშიმშილეთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად გადავკეტოთ ცენტრალური გზა”, – განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა.
აზარტული თამაშების წარმდგენ კომპანია “ევოლუშენ ჯორჯიაში” თანამშრომლები უკვე ერთ თვეზე მეტია, გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია – ისინი ღირსეულ სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებას ითხოვენ.