spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ბაქრაძე – მოსალოდნელია ამ ომის კიდევ უფრო ბრუტალიზაცია

“მოსალოდნელია ამ ომის  კიდევ უფრო ბრუტალიზაცია”, –  ამის შესახებ ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ რუსეთ-უკრაინის  ომთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

მისი თქმით, ახლა რუსეთის სამხედრო მანქანის ამოცანაა, რომ რაღაც წარმატება აჩვენონ პუტინს.  

 

“მოსალოდნელია ამ ომის  კიდევ უფრო ბრუტალიზაცია.  ამის ნათელი მაგალითები უკვე ბევრი გვაქვს სუმი, ჩერნიგოვი, ხარკოვი თუ მარიუპოლი, ყველაზე მიწასთან თითქმის გასწორებული ქალაქი.  მოსალოდნელია,  რომ ეს ასე  გაგრძელდეს. მათ ნებისმიერი საშუალებით პუტინს  უნდა აჩვენონ რაღაც წარმატება.  დარწმუნებული ვარ, რომ ხელმძღვანელობა და თვითონ პუტინი არიან გაცოფებულები“, –  განაცხადა ლაშა ბაქრაძემ. 

 

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრიდან 13 დღე გავიდა, დანგრეული და დაბომბილი ქალაქებისა და ადამიანური მსხვერპლის მიუხედავად,  რუსეთმა ვერცერთი ქალაქის აღება ვერ მოახერხა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები