spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი რუხაძე – აშშ-ის მიერ რუსული ენერგომატარებლების შესყიდვაზე უარით პოლიტიკური აქტი შედგა და პროცესი დაიწყო

აშშ-ის მიერ რუსული ენერგომატარებლების შესყიდვაზე უარით პოლიტიკური აქტი შედგა და პროცესი დაიწყო,  – ამის შესახებ სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა,  ევროპული კვლევების დირექტორმა გიორგი რუხაძემ განაცხადა. 

 

მისი განმარტებით, პროცესი, რომელიც აშშ-მა დაიწყო, რუსეთს დეფოლტით ემუქრება. 

 

“რუსეთის მთავარი შემოსავლის წყარო არის ენერგომატარებლები, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს ყიდულობს, მთავარი არის, რომ პოლიტიკური აქტი უკვე შედგა. ეს ნიშნავს, რომ პროცესი დაიწყო და შემდეგი  რამდენიმე წლის განმავლობაში  ევროპაც და და ყველა დიდი, დასავლური ტიპის სახელმწიფო  უარს იტყვის რუსულ ნავთობზე, გაზზე, რაც რუსეთისთვის იქნება ძალიან მძიმე ეკონომიკური დარტყმა, რომელიც ქვეყანას მიიყვანს დეფოლტამდე“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ. 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სრულად აკრძალავს რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტს. 

 

ბაიდენის განცხადებით, გაზის ფასების გაზრდის საფრთხის მიუხედავად, გადაწყვეტილებას აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები