უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ბატალიონ “დონბასის” მებრძოლის, ქართველი მებრძოლის ვანო ნადირაძის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ პოლკოვნიკმა Front News-ს განუცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება უკვე ჩაბარდა.
როგორც ნადირაძემ განაცხადა, მისი თანამებრძოლები საიმიგრაციო სამსახურთან საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ.
ქართველი მოხალისე კიევში 1 ივნისს დააკავეს. მისი თქმით, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინის უშიშროების სამსახური უთვალთვალებდა.