ომის დაწყებიდან პირველად დღეს უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.
დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი ერთმანეთს ანტალიაში შეხვდებიან.
ანტალიაში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უკრაინული მხარე სამ მოთხოვნას წამოაყენებს:
ცეცხლის შეწყვეტა
ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლება
ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ შეხვედრით რაიმე სახის გარღვევა მოსალოდნელი არ უნდა იყოს, მაგრამ ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებას აპირებს.