spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოთარ თოიძე – გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანმა ამდენ ხანს გაუძლოს შიმშილობის პროცესს

გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანმა ამდენ ხანს გაუძლოს შიმშილობის პროცესს, – ამის შესახებ  ცენტრ „ემპათიას“ ნევროლოგი ოთარ თოიძე პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ აცხადებს. 

 

ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეში უკვე 18 დღეა, შიმშილობს. ექიმის თქმით, მათთვის უცნობია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან მისი ნახვის შესაძლებლობა არ ეძლევათ. 

 

მისივე განმარტებით,  მნიშვნელოვანია, რომ  ის უმოკლეს დროში კვლევებზე გადაიყვანონ. 

 

“მიხეილს რომ დღეს მას ფეხზე  ვხედავთ, ეს მხოლოდ მისი ორგანიზმის და  ფიზიკური გამძლეობის და სულიერი შემართების ბრალის უნდა იყოს. გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანმა ამდენ ხანს გაუძლოს შიმშილობის პროცესს, განმეორებითი შიმშილობის ეფექტზე რა მოგახსენოთ, პაციენტი არ გვინახავს, რა გახდა ბოლოს და ბოლოს მაგნიტოტომიგრაფიული გამოკვლევის გაკეთება”, – განაცხადა ოთარ თოიძემ. 

 

არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, არსებობს მოლოდინი, რომ მან დღეს შიმშილობის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთოს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები