spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს შს მინისტრი უკრაინას სამუშაო ვიზიტით ეწვევა

კიევი: სექტემბერის დასაწყისში უკრაინას ოფიციალური ვიზიტით საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ეწვევა.

 

Front News-ის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მღებრიშვილის შეხვედრა უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვთან შეხვედრა, რომლის დროსაც ორი ქვეყნის სამართალდამცველი უწყებების ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები იქნება განხილული.

 

გარდა ამისა, საქართველოს შს მინისტრი უკრაინის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს შეხვდება.

 

2 ივლისს საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უკრაინის შს მინისტრის მოადგილეს სერგეი იაროვს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს შს მინისტრმა უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგილეს ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები გააცნო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები