spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუსი ოკუპანტების დანაკარგი უკრაინაში 24 საათში და სრულად ომიდან მე-16 დღეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე აგრესორის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს. გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში 12 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა. ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო

 

დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 11.03-მდე:  პერსონალი – 12 ათასზე მეტი ადამიანი, ტანკები – 353, ჯავშანტექნიკა – 1165, საარტილერიო სისტემები – 125, MLRS (მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა) – 58, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 31, თვითმფრინავი – 57, ვერტმფრენები – 83, საავტომობილო ტექნიკა – 558, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 3, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 60, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 7. 

დღე-ღამის განმავლობაში რუსეთმა დაკარგა 266 ჯარისკაცი, 18 ტანკი, 60 ჯანშანტექნიკა, 2 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა,  2 საჰაერო თავდაცვის სისტემა და 32 საავტომობილო ტექნიკა. 

 

როგორც გენერალურ შტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტ მონაცემებს მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები