spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა რუსი გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი მოკლეს. ინფორმაციას უკრაინის სახმელეთო ძალები ავრცელებს.

 

კოლესნიკოვი 2021 წელს აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის 29-ე არმიის სარდალი გახდა. იქამდე მოსკოვის ოლქში დისლოცირებული გაერთიანებული შეიარაღების არმიის შტაბის უფროსის მოვალეობებას ასრულებდა. 

 

დღეს უკრაინაში ასევე მოკლულია რუსი ოფიცერი ვიაჩესლავ მაკლატინი, რომელიც სირიაში რუსეთის „სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობდა.

 

8 მარტს უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ვიცე-პოლკოვნიკი იური აგარკოვი მოკლეს, რომელიც ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ კამიშინში სამხედრო ბაზის მეთაური იყო.

 

ასევე ლიკვიდირებული არიან ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი საფრონოვი, რომელიც 61-ე ბრიგადის მეთაური იყო და მე-11 ცალკეული საჰაერო სადესანტო ბრიგადის მეთაურის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი დენის გლებოვი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები