რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ უკრაინისთვის იარაღის გადაცემა კიდევ სიტუაციას “უფრო მეტად ართულებს”.
“ჩვენ გავაფრთხილეთ აშშ, რომ რიგი ქვეყნებიდან უკრაინის ორკესტრირებული შეიარაღება არა უბრალოდ საშიში ნაბიჯია, არამე ქმედება, რომელიც შესაბამის კოლონას ლეგიტიმურ სამიზნედ აქცევს”, – განაცხადა რიაბკოვმა.
მისივე თქმით, „საერთაშორისო არენაზე ვითარების მაქსიმალური დაძაბულობის წყარო სწორედ აშშ-ია“.
“აღარაფერს ვამბობ იმაზე, რას აკეთებენ ისინი მატერიალური დახმარების თვალსაზრით, რითაც მხარს უჭერენ კიევის დანაშაულებრივ რეჟიმს“, – აღნიშნა ლავროვის მოადგილემ.