spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა გოგოლაშვილი – რუსეთი ახდენს თავისი ძალების გადაჯგუფებას და ემზადება შემდეგი ძლიერი დარტყმისთვის

ახლა უკრაინაში პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს, რუსეთი ახდენს თავისი ძალების გადაჯგუფებას და ემზადება შემდეგი ძლიერი დარტყმისთვის, – ამის შესახებ Fron News-ს რონდელის ფონდის მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა განუცხადა. 

 

მისი თქმით, რუსეთის შემდეგი სამიზნე ქალაქი ოდესა იქნება.  

“თუ პირველ დღეებში მიზანი იყო, რომ როგორმე შეეჩერებინათ რუსული არმიის წინსვლა, ახლა  პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს.  დიდ ქალაქებს ალბათ,  მაინც არ დაანებებენ უკრაინელები.  ისაა ცუდი, მარიუპოლი თუ დაეცა, ყირიმიდან მთელ სამხრეთ -აღმოსავლეთ ნაწილს უკვე მოკვეთენ უკრაინას, შემდეგ მთელ ძალებს გადაისვრიან  ოდესის ასაღებად.  კიდევ ერთი პრობლემაა, რუსებს ყველაზე უფრო უნდათ დონბასთან განლაგებული უკრაინის არმიის განადგურება, ის ყველაზე მძლავრი დანაყოფია.  იმედი უნდა ვიქონიოთ,  რომ არ დაეცემა მარიუპოლი და ეს არ მოხდება“, –  განაცხადა გოგოლაშვილმა.   

მისივე განმარტებით, ახლა უკრაინას ყველაზე მეტად ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარების  გამართვა სჭირდება. 

“რაც ჭირდება უკრაინას,  ახლა ესაა საჰაერო სისტემების გადაცემა, თუ ცას არ ჩაკეტავენ, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გამართვა მაინც მოხდეს, მაგრამ არ ჩანს.   რაც უფრო სასტიკი ხდება ბრძოლა, სამხედრო მომარაგებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სულ უფრო დახურული ხდება. თავიდან თუ გაცხადებული იყო, ახლა ეს ინფორმაცია ნაკლებად ვრცელდება. 

რუსეთი ახლა  ცდილობს,  რომ ნელ-ნელა მოიმზადონ პლაცდარმი ყველგან, რომ შემდეგ შეუტიონ მძლავრად, მარტო უკრაინა ამას ვერ უპასუხებს, დასავლეთი უნდა გააქტიურდეს მეტად”, – განაცხადა გოგოლაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები