უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებამ შეიძლება აიძულოს ნატო, გადახედოს გადაწყვეტილებას კონფლიქტში ჩარევასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეიძლება, გამოიყენოს ქიმიური იარაღი, განსაკუთებით როდესაც ასეთ რთულ მდგომარეობაშია.
“პოლიტიკურად მან უკვე წააგო ეს ომი და სამხედრო თვალსაზრისით ის ვერ მოიგებს“, – აღნიშნა დუდამ.
მისივე თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში ნატო-ს მოუწევს დაფიქრება რა გააკეთოს.
“რა თქმა უნდა, ყველას იმედი აქვს, რომ ის ამას ვერ გაბედავს. მაგრამ თუ ის გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს, ეს იქნება თამაშის შეცვლა მთლიანობაში. რა თქმა უნდა, ნატო-ს მოუწევს მაგიდასთან დაჯდომა და მათ ნამდვილად მოუწევთ სერიოზულად დაფიქრება, რა გააკეთონ, რადგან მაშინ ეს სახიფათო გახდება არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.