spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარიუპოლში გარდაიცვალა ორსული, რომელიც სამშობიარო სახლის დაბომბვისას დაშავდა

მარიუპოლში გარდაიცვალა ერთ-ერთი ორსული, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ 9 მარტს სამშობიარო სახლის დაბომბვისას დაშავდა.

 

ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტ ასია დოლინა წერს.

 

მისივე ინფორმაციით, დაიღუპა მუცლად მყოფი ბავშვიც.

 

როგორც ჟურნალისტი წერს, ქალის და მისი მუცლად მყოფი შვილის გარდაცვალებას ადასტურებს ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა, რომელმაც ორსულს ფოტოს 9 მარტს, დაბომბვის შემდეგ გადაუღო.

 

კიდევ ერთი ორსული ქალი, რომლის ფოტოებიც დაბომბვის შემდეგ გავრცელდა, თავს კარგად გრძნობს, მან 10 მარტს გოგონა გააჩინა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები