უკრაინული კომპანია „ენერგოატომის“ განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს.
საბრძოლო მასალების აფეთქება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის №1 ენერგობლოკთან და სასწავლო ცენტრთან მოხდა.
ჯერჯერობით უცნობია, შეიცვალა თუ არა რადიაციული ფონი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული აფეთქებების შედეგად.