უკრაინის ელჩი საქართველოში იმყოფება. შესაბამისი ვიდეოკადრები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.
იგორ დოლგოვი თბილისში, ელჩის საცხოვრებელ რეზიდენციასთან დააფიქსირეს. მან სატელევიზიო კომენტარი არ ისურვა.
“ეს არის კერძო რეზიდენცია. გთხოვთ, წაიკითხოთ ვენის კონვენცია და დაიცვათ წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავრეკავ პოლიციაში“, – მიმართა იგორ დოლგოვმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს.
უკრაინის ელჩი მედიასთან მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან გაიწვია.