ჰგონიათ, რომ ამ თემით გადაფარავენ იმ უფრო მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც ეხება უკრაინაში ომს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, მმართველმა ძალამ ბიძინა ივანიშვილთან ერთად პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი თამაში წამოიწყო.
“თურმე პრეზიდენტი ქვეყნიდან გაეპარათ, ფაქტობრივად, ამბობენ, რომ დაბმული ყავდათ პრეზიდენტი, არ უშვებდნენ, აიშვა პრეზიდენტმა, გაიპარა, ახლა თურმე კანონის შესაბამისად პასუხი უნდა აგებინონ. ეს არ არის ნორმალური დამოკიდებულება არც პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, არც სახელმწიფოს მიმართ და ეს ზოგადად, არანორმალური ვითარებაა, როდესაც „ქართულ ოცნებას ასეთი სიგიჟეებისთვის სცალია.
ცხადია, ბიძინა ივანიშვილის გარეშე ეს ხალხი გადაწყვეტილებას არ ღებულობს, ახლა გადაწყვიტეს ახალი თამაშის წამოწყება პრეზიდენტის წინააღმდეგ და მათ ჰგონიათ, რომ იმ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ეხება უკრაინაში ომს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს, გადაფარავენ ახლა ამ თემით“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.