spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შოთა თუთბერიძე – პროკურორი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ბრალს დებდა წლების განმავლობაში, ამ საქმეს ვერ გამოიძიებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაწყებული გამოძიება  მესამე პრეზიდენტის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ გამოუძიებელი დარჩება, –  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს. 

 

ის ფაქტი,  რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა დაიკავა ყოფილმა პროკურორმა ნატია სონღულაშვილმა,  რომელიც წლების მანძილზე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას წარმოადგენდა, ადვოკატს იმის თქმის საშუალებას აძლევს, რომ უწყება ამ საქმის მიმართ ობიექტური არ იქნება. 

 

“პროკურორი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ბრალს დებდა წლების განმავლობაში, ინიშნება ამ საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირად, ბუნებრივია,  ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ის ამ საქმეს ვერ გამოიძიებს.  შემთხვევით, საკუთარ თავსაც ხომ არ წაუყენებდა ბრალს? ამიტომ ბუნებრივია, გამოძიების რაიმე ტიპის სანდოობაზე ან ობიექტურობაზე საუბარიც კი ზედმეტი არის ამ შემთხვევაში იმიტომ, რომ საგამოძიებო სამსახური,  დიდი რისკია, იქცეს კიდევ ერთ მორჩილ ინსტრუმენტად ხელისუფლების ხელში”, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ. 

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ორ ნაწილად გაიყო და მის ბაზაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები