spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე გრიგოლი – ჩვენ განსაკუთრებულად გვჭირდება ერთობა და ერთმანეთში თანხმობა

არაერთი დიდი თუ მცირე განსაცდელი ყოფილა ქვეყნის თავს და ეს გრძელდება დღესაც. რით შეიძლება ადამიანმა განსაცდელი დაძლიოს? – რწმენით, სიყვარულითა და იმედით. გავუფრთხილდეთ იმ ქვეყანასა და იმ სამყაროს, რომელშიც დავიბადეთ, – ამის შესახებ  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, განსაცდელის დასათმენად ერთობაა საჭირო, რომელიც დღეს ადამიანებს უჭირთ.

“უფალი არის წყარო მადლისა, წყარო ენერგიისა, წყარო ძალისა. ის არის მაკურთხებელი ყოველთა. ღმერთი სიყვარულია და უნდა გავუხსნათ გული ამ სიყვარულს.

მოგანიჭოთ ღმერთმა იმის ძალა, რომ მიუხედავად განსაცდელებისა, მიუხედავად სიძნელეებისა, არ დავივიწყოთ ღმერთი. ასეა ადამიანი, სიძნელეები აფხიზლებს მას. არაერთი დიდი თუ მცირე განსაცდელი ყოფილა ქვეყნის თავს და ეს გრძელდება დღესაც. კაცი იტყვის – როდისღა უნდა ამოვისუნთქო, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი – ვიდრე ცოცხალი ხარ, ვიდრე სიცოცხლე არის ამ სამყაროში, განსაცდელები ყოველთვის იქნება. რით შეიძლება ადამიანმა განსაცდელი დაძლიოს? – რწმენით, სიყვარულითა და იმედით. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ იმ ქვეყანას და იმ სამყაროს, რომელშიც დავიბადეთ. მთავარი უნდა დავუტოვოთ ჩვენს შვილებს – არასდროს დაივიწყონ ღმერთი. ღმერთს რომ ივიწყებს ადამიანი, განაჩენი გამოაქვს თავისი თავისთვის. ჩვენ განსაკუთრებულად გვჭირდება ერთობა და ერთმანეთში თანხმობა. დღევანდელ მოციქულობაში გვიჭირს თანხმობა. ყველა თითქოს ერთ რამეზე ვსაუბრობთ, მაგრამ პავლე მოციქული ამბობს – “ერთნი იყავით არა მხოლოდ სიტყვაში, არამედ აზრშიც”.

განსაცდელები იქნება, მთავარია, არ ჩაგეძინოს, განსაცდელები გვაფხიზლებს”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები