spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგეი ლავროვი – მოლაპარაკების პროცესში უკვე არის კონკრეტული ფორმულირებები, რომელიც ახლოსაა შეთანხმებასთან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის და უკრაინის მოლაპარაკებებში არსებობს ფორმულირებები, რომელთა შესახებ შეთანხმება შესაძლებელია.

 

“ჩვენი მომლაპარაკებლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები გასაგები მიზეზების გამო ადვილი არ არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კომპრომისის გარკვეული იმედი არსებობს“, – აღნიშნა ლავროვმა.

 

მისივე თქმით, მომლაპარაკებლებს „მშვიდ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა“ უნდა მიეცეთ.

 

“მოლაპარაკების პროცესში უკვე არის კონკრეტული ფორმულირებები, რომელიც ახლოსაა შეთანხმებასთან“, – განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ მხარეები უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს განიხილავენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები