spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თემურ ნიშნიანიძე – ოდესა არის საკმაოდ ეფექტურად დაცული, ეს იციან რუსებმაც

ოდესა არის საკმაოდ ეფექტურად დაცული, რაც დღევანდელმა დღემაც გამოაჩინა, – ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ყოფილმა  გენერალურმა კონსულმა თემურ ნიშნიანიძემ განაცხადა, რომელიც ამჟამადაც უკრაინაში იმყოფება. 

 

მისი თქმით,  დღეს ოდესაში უკრაინის საჰაერო დარტყმის  ძალებმა საკმაოდ ეფექტურად გაანადგურეს რუსეთიას ბომბდამშენები. 

 

“ოდესის მიმართულებით  ყირიმის ტერიტორიიდან  მოხდა  საავიაციო შემოტევა და უკრაინის  საჰაერო დარტყმის  ძალებმა ძალიან ეფექტურად მოიგერიეს,  ჩამოაგდეს და შავ ზღვის მარადისობაში მიუჩინეს ადგილი 2 ავიაგამანადგურებელს.  ერთმა მოასწრო შემობრუნება და ბომბის ჩამოგდება,  გასვლისას მას დაეწია უკრაინის ბომბი და ისიც ჩამოვარდა შავ ზღვაში. 

 

გუშინ ერთერთი კრიტიკული ღამე იყო ოდესისთვის,  ავიაციიდან და სამხედრო ხომალდებიდან, შავი ზღვიდან მოხდა შემოტევა, 90-მდე ჭურვი გამოისროლეს რუსებმა.  მოხდა დაბომბვა ერთ-ერთი გარე საცხოვრებელი უბნის, საბედნიეროდ,  დიდი მსხვერპლი არ არის,  დაჭრილია მხოლოდ 2 ადამიანი. ინფორმაცია  ჯერ კიდევ ზუსტდება. 

 

ოდესა არის საკმაოდ ეფექტურად დაცული, რაც დღევანდელმა დღემაც გამოაჩინა. ეს იციან რუსებმაც. მათი მთელი ძალისხმევა  მიმართულია სადაზვერვო ღონისძიებებზე, რათა გამოავლინონ საჰაერო თავდაცვის ლოკაციები და მოხდეს მათი განადგურება. ბოლო 2 კვირაა ამას ცდილობენ, თუმცა ვერ ახერხებენ“, – განაცხადა თემურ ნიშნიანიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები