spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იურისტი – სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ბრძანებით პოროშენკომ საერთაშორისო კონვენცია დაარღვია

კიევი: საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევით მაშინ, როდესაც ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა, უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია. ამის შესახებ Front News-ს “უკრაინის მოქალაქეების უფლებთა დაცვის საერთაშორისო ლიგის” თავმჯდომარემ,  ადვოკატმა ედუარდ ბაგიროვმა განუცხადა.

 

“მივიჩნევ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ბრძანება კანონსაწინააღმდეგოა. უკრაინის პრეზიდენტმა სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩაიდინა მასზე ხელმოწერით. მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა – უკრაინის კანონების და ადამიანთა უფლებების ევროპული კონვენციის უხეში დარღვევაა. ამიტომ, თუ დღეს პოროშენკოს ბრძანებას იურიდიული ძალა აქვს, სამომავლოდ შეიძლება, მან ეს დაკარგოს”, – განაცხადა ბაგიროვმა.

 

მისივე თქმით, პრეზიდენტი როგორც კონსიტუციის გარანტი ვალდებულია, უკრაინის მოქალაქეებს საკუთარი უფლებების დასაცავად ყველა იურისიული მექანიზმი მისცეს.

 

“მიხეილს არ აქვს შესაძლებლობა იურიდიულად უარყოს ბრძანების დაუსაბუთებლობა. ფაქტიურად, მას აბსოლუტურად წაართვეს მისი კონსტიტუციური უფლება. თავდაპირველად მიხეილს წერილობითი ბრალდება უნდა წარდგენოდა, რათა მას ან მის იურისტებს მოტივაცია შეესწავლათ და არგუმენტები მოეყვანათ. იურიდიული თვალსაზრისით, საქართველოს და უკრაინის კანონებით, ადამიანის უფლებთა საერთაშორისო ნორმებით, პირს, რომელსაც დანაშაულში ადანაშაულებენ,  ამის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს. ამ ადამიანს კი ყველანაირი შეტყობინების გარეშე ჩამოართვეს მოქალაქეობა. რომელ ცივილიზებულ ქვეყანაში შეიძლება ასე მოხდეს”, – აცხადებს იურისტი.

 

მისივე თქმით, განაცხადის შევსებისას მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სამართალდამცველი ორგანოებისგან არანაირი ოფიციალური პრეტენზიები არ მიუღია. 

 

“მოქალაქეობის შესახებ განცხადების ჩაბარების მომენტში, სააკაშვილს აბსოლუტურად სწორი იყო. მას არ დაურღვევია უკრანის კანონი, არ მიუღია არანაირი სასამართლო გადაწყვეტილება, დოკუმენტები საქართველოს საგამოძიებო ორგანოებისგან იმის შესახებ, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება არსებობს. შემდეგ კი პუტინის ვიღაც “ხელქვეითმა” – საქართველოს პროკურორმა გადაწყვეტილება გამოიტანა და უკრაინულ მხარეს თავისი დამატებითი არგუმენტები გაუგზავნა. უკრაინის პრეზიდენტი ბრძანებას გასცემს, საემიგრაციო სამსახური კი დოკუმენტებს ამზადებს. თუ სააკაშვილთან დაკავშირებით ასეთი რამ ხდება, ხვალ შეიძლება პოროშენკომ მე ან ნებისმიერს ჩამოართვას მოქალაქეობა. ის უკრაინის ბატონი არ არის: მინდოდა მოგეცი, მინდა – წაგართვი. ჩვენ სახელმწიფო ვართ, სადაც სამართლის გარკვეული ნორმები მოქმედებს”, – განაცხადა ბაგიროვმა.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნტორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მის მიერვე 2015 წლის მაისში მინიჭებული მოქალაქეობა მიმდინარე წლის 26 ივლისს მაშინ ჩამოართვა, როდესაც სააკაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები