spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნინო ბურჯანაძე – თავის დროზე სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება საქართველოსთვის სილის გაწვნა იყო

კიევი: “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება თავის დროზევე საქართველოსთვის სილის გაწვნა იყო და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკო იცოდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობდა, როდესაც მოქალაქეობა მიანიჭა.

 

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ Front News-ს განუცხადა.

 

“როდესაც პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა მიანიჭა და მთელი მისი გუნდი შეიფარა, მაშინ მწუხარებით აღვნიშნე, რომ ეს იყო ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოსთვის სილის გაწვნა, რადგან იმაზე საუბარი, რომ თითქოს პოროშენკომ არ იცოდა სააკაშვილის წინააღმდეგ რომ სისხლის სამართლის დევნა ხორციელდებოდა, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია. არ შეიძლება არ სცოდნოდა, რადგან ამის შესახებ ყველამ იცოდა და არაერთი განცხადება გაკეთდა”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

 

მისივე თქმით, ამ კუთხით მას პრეტენზიები აქვს საქართველოს სამართალდაცველ ორგანოებთან, რომლებმაც სააკაშვილის ნორმალური პრეტენზიები არ წაუყენეს. კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს ომის ნაცვლად, მას ბრალი წაუყენეს “პიჯაკებისა და უკრაინის მესამე პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან ერთად აბანოში ყოფნის გამო”.

 

“პოროშენკომ ყველაფერი კარგად იცოდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირადად მე მაშინ ეს აღვიქვი, როგორც ქართველი ხალხისთვის სილის გაწვნა. ახლა სრულიად გასაგებია ჩემთვის, რომ პოროშეკომ ამ ქმედებით მისთვის მიუღებელი პოლიტიკოსი მოიშორა, რადგან როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს სააკაშვილის მიმართ, შემიძლია, ვთქვა, რომ ის ოპოზიციაში ძალიან ძლიერია და თუ ვინმეს წინააღმდეგ იბრძვის ოპოზიციონერის პოზიციიდან, მასთან ბრძოლა ძალიან რთულია”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

 

ამასთან, “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერისთვის გაუგებარია, რა მიზეზით არ სვამენ კითხვებს უკრაინელები, რატომ აქვს ქართველ ხალხს მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება და მან პირიქით, უკრაინაში პოპულარობა მოიპოვა.

 

“პოროშენკოსთვის ის თავის ტკივილი იყო და უბრალოდ შეეცადა სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკური რუკიდან გაექრო. არ დავიწყებ მკითხაობას, როგორი იქნება სააკაშვილის მომავალი, არ ვიცი არის თუ არა ის ახლა რაიმე პროექტის ნაწილი, რომელიც ამერიკის გარკვეული წრეების მიერ ხორციელდება, თუ დამოუკიდებლად მოქმედებს. მისი შემდეგი ნაბიჯები სწორედ ამით იქნება განპირობებული”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

 

ამასთან, ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ აშშ-ში გარკვეულმა წრეებმა სააკაშვილი ამჟამადაც გამოიყენონ როგორც ანტირუსული პროექტი უკრაინაში, რადგან არც უკრაინა და არც საქართველო განსაკუთრებულად არავის აინტერესებს.

 

“ყველას სურს, საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების უზრუნველყოფა, რაც გასაგებია, ამიტომ არ გამოვრიცხავ ახლა, ამერიკელებმა სააკაშვილი გამოიყენონ როგორც ანტიპუტინური პროექტი უკრაინაში და ეს შესაძლოა, კატასტროფულად აისახოს უკრაინის პოლიტიკური მომავალზე”, – განაცხადა პოროშენკომ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები