კიევი: რუსეთს და აშშ-ს შორის ურთიერთობის გამწვავება საქართველოს ტერიტორიაზე ახალი სამხედრო კონფლიქტის განვითარებისთვის მიზეზი არ გახდება.
ამის შესახებ Front News-ს პოლიტოლოგმა რუსლან ბორტნიკმა განუცხადა.
“აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ერთი კვირით უსწრებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტის ოკუპირებულ აფხაზეთში, თუმცა რუსეთს და საქართველოს შორის კონფლიქტის განახლების ალბათობა არ არის. პოლიტიკური შესაძლოა, იყოს, მაგრამ სამხედრო – არა. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება საკმაოდ ზომიერად, ლოიალურად და ეტაპობრივად აღადგენს ეკონომიკურ კავშირებს რუსეთთან, თუმცა კავკასიაში გეოპოლიტიკური დაპირისპირების დემონსტრაცია ნამდვილად ხდება. ამჟამად ჩვენ ამას ვხედავთ პენსის და პუტინის ვიზიტის მაგალითზე. პოლიტიკური დაპირისპირება ნამდვილად გრძელდება, ამას კი საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის მაგალითზე ვხდევათ”, – განაცხადა ექსპერტმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 31 ივლისს და1 აგვისტოს იმყოფებოდა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას 8 აგვისტოს გეგმავს.