spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – საქართველო ოკუპაციის წინააღმდეგ უკრაინასა და მოლდოვასთან უნდა გაერთიანდეს

კიევი: “პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ Front News-ს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემის გადაჭრის მისეული ხედვა გააცნო. 

 

“ჩემი ხედვა ასეთია: პირველი – ეს არის ქვეყნის შიგნით ერთიანი სტრატეგიის გარშემო გაერთიანება. მეორე – გაერთიანება უკრაინასა და მოლდოვასთან, ეს ის ქვეყნებია, რომლებიც დაზარალდნენ ოკუპაციით და მათი ტერიტორიების ანექსიით და დეოკუპაციის საერთო სტრატეგიის შექმნა, რათა ყოველ დღე ნაბიჯ-ნაბიჯ მშვიდობიანი გზით ვიმუშაოთ ამ პრობლემის გადაჭრაზე”, – განაცხადა ვაშაძემ.

 

მისივე თქმით, გაერთიანებული სახელმწიფოები ევროკავშირისა და აშშ-ის მხარდაჭერით შეძლებენ რუსეთთან კონფლიქტში გამარჯვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლდოვაც, საქართველოც და უკრაინაც ოკუპაციას მარტო ვერ გაუმკლავდებიან.

 

გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო, ასევე იკავებდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2012 წელს. შემდეგ მან პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო” დააფუძნა, რომელიც მოქმედი ხელისუფლების ოპოზიციაშია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები